Aa
Aa

მოილაპარაკეს - მხითარიანი რომასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი „რომასთან“ ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლის ვადით გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ცნობას წამყვანი იტალიური გამოცემები ავრცელებენ.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „ჯალოროსის“ სპორტულმა დირექტორმა, ტიაგო პინტუმ ფეხბურთელის წარმომადგენლებთან დასკვნითი შეხვედრა გუშინ გამართა და საბოლოო შეთანხმებასაც მიაღწია.

ახალი კონტრაქტის თანახმად, მხითარიანი „სტადიო ოლიმპიკოზე“ 2022 წლის ივნისამდე დარჩება. მისი წლიური ანაზღაურება კი 4.5 მილიონი ევრო იქნება.

გამოცდილმა ნახევარმცველმა რომაელთა მაისურით სერია A-ს მიმდინარე სეზონის 17-ვე შეხვედრაში სრულად ითამაშა და აქტივში 8 გოლი და 8 ასისტი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები