კიკე სეტიენი:
Aa
Aa

კიკე სეტიენი: "ნომერი შევცვალე და იზოლირებულად ვცხოვრობ"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი MARCA-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ის გალოვა, რომელიც "ბლაუგრანადან" წამოსვლამ გამოიწვია დასრულებულია.

"დავასრულე გლოვა, რომელიც ბარსადან წამოსვლამ გამოიწვია. ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია, რომელიც ნებისმიერ მწვრთნელს შეიძლება დაემართოს. თუ იზოლირებულად იცხოვრებ ყველაფერი მალე გადაივლის. ტელეფონის ნომერი შევცვალე და ქუჩაში ჟურნალისტებს ინტერვიუს აღარ ვაძლევ.

გამოცდილება მართლაც შესანიშნავი იყო. მართალია, რომ იმით ვერ ვისიამოვნე, რისგანაც აუცილებლად სიამოვნება უნდა მიმეღო, მაგრამ ხშირად ასეც ხდება. ყველაფერი გართულდა, ვერ გავაკეთე ის, რაც დასაწყისში მსურდა.

"ბარსელონაში" ახლაც დავბრუნდებოდი. მე არაფერს ვნანობ. ვფიქრობ, რომ ჩემმა გუნდში მისვლამ რაღაცები გამოასწორა. ჩვენ მეტოქის ნახევარზე უფრო მეტ ბურთს ვიგებდით და უფრო ხშირად ვაკონტროლებდით თამაშს. ეს ყველაფერი ობიექტური და რეალური სტატისტიკაა.

სამწვრთნელო კარიერას სიამოვნებით დავუბრუნდებოდი. ახლა კლუბის გარეშე ვარ და ნებისმიერი გუნდის შემოთავაზებას განვიხილავ." - განაცხადა სეტიენმა

კიკე სეტიენი „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად 13 იანვარს დაინიშნა და მას შემდეგ გუნდს 25 შეხვედრაში გაუძღვა, მათგან 19 ლა ლიგის მატჩი იყო, ხოლო 3-3 - ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის. კანტაბრიელმა სპეციალისტმა „ბარსასთან“ ერთად 16 გამარჯვება იზეიმა, 4-ჯერ ფრეს დასჯერდა, ხოლო 5 თამაში მარცხით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კიკეს "ბარსელონური" კარიერა მიუნხენის "ბაიერნმა" შეიწირა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენელებმა კატალონიელები 8:2 გაანადგურეს და სწორედ ეს მატჩი აღმოჩნდა კიკესთვის საბედისწერო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები