კონტრაქტის უცნაური პუნქტი: შენგელია ბასკონიაში ცსკა-ს წინააღმდეგ ითამაშებს
Aa
Aa

კონტრაქტის უცნაური პუნქტი: შენგელია ბასკონიაში ცსკა-ს წინააღმდეგ ითამაშებს

თორნიკე შენგელია ''ბასკონიას'' მაისურით კიდევ ერთხელ ითამაშებს. გასულ ზაფხულში ბასკური გუნდიდან მოსკოვის ცსკა-ში გადასულ კალათბურთელს კონტრაქტში შემდეგი რამ უწერია: ტრანსფერის შემდეგ ''ბასკონიასა'' და ცსკა-ს პირველ მატჩში შენგელია კვლავ ესპანური კლუბის რიგებში ითამაშებს, თუმცა მხოლოდ პირველ ტაიმში.

შენგელია ესპანურ კლუბს მატჩამდე 48 საათით ადრე უნდა შეუერთდეს, რომ ამჟამინდელი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაშისთვის მოემზადოს. ინფორმაციას ''ბასკონიას'' ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი ''ბასკონიას'' მაისურით მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ 2021 წლის 7 იანვარს ითამაშებს.

29 წლის მძიმე ფორვარდი 2014-20 წლებში ''ბასკონიას'' ლიდერი და მთავარი ფიგურა იყო. გასულ ზაფხულს ქართველი კალათბურთელი მოსკოვის არმიულ კლუბს შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები