Aa
Aa

"კოპა სუდამერიკანა" "შაპეკოენსეს" ოფიციალურად გადასცეს!

"ატლეტიკო ნასიონალის" ინიციატივითა და "კომენბოლის" თანხმობის შედეგად, ბრაზილიურ "შაპეკოენსეს" "კოპა სუდამერიკანას 2016 წლის ჩემპიონობა ოფიციალურად მიეკუთვნა. 

"კომენბოლის" გადაწყვეტილებით, "კოპა სუდამერიკანას" 2016 წლის ჩემპიონად "შაპეკოენსე" გამოცხადდება. კლუბი ბონუსის სახით 2 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს ყველაფერი დადასტურებულია, ასე რომ, ბრაზილიურ კლუბს ტიტულატურაში ეს ტურნირი შეგიძლიათ ოფიციალურად ჩაუწეროთ". - განაცხადა "კომენბოლის" წარმომადგენელმა. 

გეტყვით იმასაც, რომ "შაპეკოენსეს" მეტოქეს, კოლუმბიურ "ატლეტიკო ნასიონალს" ისტორიული და აქამდე არარსებული შედეგის მიღწევა შეეძლო, რაც ერთ სეზონში სამხრეთ ამერიკის 2 მთავარი ტურნირის, "კოპა სუდამერიკანასა" და "კოპა ლიბერტადორესის" მოგებას გულისხმობს.

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები