შენგელიას მოკრძალებული მონაგარი - ცსკა-მ ხიმკი დაამარცხა
Aa
Aa

შენგელიას მოკრძალებული მონაგარი - ცსკა-მ ხიმკი დაამარცხა

ევროლიგის მე-13 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა თანაქალაქელ „ხიმკის“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. „არმიელები“ მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყვნენ და მოწინააღმდეგეს თამაშში დაბრუნების საშუალება არ მისცეს. ცსკა-მ მხოლოდ მესამე მეოთხედი წააგო, ისიც 1 ქულით და საბოლოოდ 96-87 იმარჯვა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 19 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და 5 ქულას, 4 მოხსნასა და 2 ჩაჭრას დასჯერდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. 1 სამქულიანი გააცუდა და 2 დაკარგვა ჰქონდა.

ცსკა-ს მაიკ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც ფენომენალური მატჩი ჩაატარა და სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ჯეიმსმა 36 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა და 9 მოხსნა გაიფორმა. ჰილიარდი და მილუტინოვი კი 15 და 11 ქულით გამოირჩნენ.

 „ხიმკისთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ცსკა-მ ევროლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შენგელიას გუნდს 10 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს და მომდევნო შეხვედრას „ანადოლუ ეფესის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები