Diariogol: პერესი ზიდანს ვერ დაითხოვს - ზიზუ თავად მიდის
Aa
Aa

Diariogol: პერესი ზიდანს ვერ დაითხოვს - ზიზუ თავად მიდის

ზინედინ ზიდანი სეზონის ბოლოს „რეალიდან“ წასვლას გეგმავს, რადგან კლუბმა ის დანაპირები არ შეასრულა, რაც კონტრაქტის გაფორმებისას მხარეებს შორის ითქვა.

ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Diariogol-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზიზუს შეთანხმებისას უთხრეს, რომ „რეალი“ პოლ პოგბას, სადიო მანესა და ედუარდო კამავინგას გაიფორმებდა, თუმცა ფლორენტინო პერესმა ეს არ გააკეთა.

ესპანური გამოცემის მტკიცებით, სეზონის ბოლოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ზიდანი „რეალს“ დატოვებს.

პრესაში უკვე იწერება ფრანგის შემცვლელის შესახებაც და ასეთად მაურისიო პოჩეტინო სახელდება, რომელიც ამჟამად უმუშევარია და როგორც ადრე Marca წერდა, ფლორენტინო პერესი მას უკვე ესაუბრა.

რაც შეეხება ზიდანს, ყველაზე აქტიურად მის სახელს საფრანგეთის ნაკრებს უკავშირებენ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დიდიე დეშამი სავარაუდოდ პოსტს დატოვებს და „სამფეროვნები“ ზიზუს უმიზნებენ.

ზიდანის სახელს ასევე „იუვენტუსსა“ და პსჟ-საც უკავშირებენ. საბოლოოდ, ყველაფერს თავად ფრანგი გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები