Aa
Aa

ურთულესი სტარტი - საქართველოს ნაკრების კალენდარი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მონაწილეა. ყატარში გასამართი მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 8 დეკემბერს გაიმართა. რამდენიმე საათის წინ კი მატჩების კალენდარი გახდა ცნობილი.

საქართველოს ნაკრები რვა შეხვედრას ჩაატარებს და საკვალიფიკაციო ეტაპს 25 მარტს, შვედეთის წინააღმდეგ სტუმრად გასამართი მატჩით გახსნის. 3 დღეში ჩვენი გუნდი საკუთარ კედლებში ესპანეთს მიიღებს, ხოლო 31 მარტს გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები კოსოვოს უმასპინძლებს. 5-ში კი ესპანეთთან მეორე შეხვედრაა ჩანიშნული. 9 და 12 ოქტომბერს ჩვენი გუნდი საბერძნეთსა და კოსოვოს გაეჯიბრება. შესარჩევ ეტაპს კი 11 ნოემბერს, შვედეთის წინააღმდეგ საკუთარ კედლებში ჩანიშნული მატჩით დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე საქართველო მე-4 კალათაში იყო და 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდა.

ფოტო gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები