მსაჯი რასიზმში დაადანაშაულეს - რატომ შეწყდა ბაშაქშეჰირისა და პსჟ-ს მატჩი
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაშაქშეჰირის“ მატჩი პირველი ტაიმის შუაწელს შეწყდა. თურქული გუნდის ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს და გასახდელს მიაშურეს, რამდენიმე წამში კი მათ პარიზელებიც შეუერთდნენ.
PSG vs. Istanbul Basaksehir has been suspended as both teams walked off the field to protest alleged racial abuse by the fourth official toward Istanbul assistant manager Pierre Webo.
— Bleacher Report (@BleacherReport) December 8, 2020
(via @UCLonCBSSports) pic.twitter.com/tVd4lqGnMI
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე გუნდის მოთამაშეებმა მეოთხე მსაჯს ბრალი რასიზმში დასდეს და მოედანი სწორედ ამიტომ დატოვეს. როგორც ირკვევა, მეოთხე მსაჯმა, სებასტიან ჩოლტესკუმ „ბაშაქშეჰირის“ ასისტენტს, პიერ ვებოს, რომელიც მე-16 წუთზე გააძევეს, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დემბა ბას მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ერთ-ერთ მომენტში მთავარმა არბიტრმა ჩოლტესკუს ჰკითხა წითელი ბარათი ვისთვის უნდა მიეცა. მეოთხე მსაჯმა კი კოლეგას რუმინულად ასე უპასუხა: „ala negru", რაც ქართულად „ამ შავ ბიჭს" ნიშნავს. ბა სწორედ ამან გააღიზიანა და რეფერის ამ სიტყვებით მიმართა: „შენ თეთრკანიანებზე საუბრისას არასდროს იყენებ ფრაზას „ამ თეთრმა ბიჭმა". რატომ გამოიყენე „ამ შავმა ბიჭმა"?. პიერ ვებომ კი მსაჯს ასეთი რამ უთხრა: „რატომ თქვი სიტყვა ნეგრო? რატომ თქვი სიტყვა ნეგრო"?
BREAKING: THE diallogue between the refs in full: 'The black one over there. Go and check who he is. The black one over there, it's not poasible to act like that' #PSGBAS pic.twitter.com/5ZUQfcEIkG
— Emanuel Roşu (@Emishor) December 8, 2020
PSG v Basaksehir assistant referee allegedly said the "n-word" to a staff of Basaksehir pic.twitter.com/TIDp5vlyk1
— noobfcb (@noob_fcb) December 8, 2020
ინციდენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, „ბაშაქშეჰირმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა წარწერით - „არა რასიზმს“.
✊????✊???? NO TO RACISM | #Respect pic.twitter.com/Ic1BzfANoi
— İstanbul Başakşehir (@ibfk2014) December 8, 2020