18 ქულა 18 წუთში - შენგელია ცსკა-ს რიგებში საუკეთესო იყო
Aa
Aa

18 ქულა 18 წუთში - შენგელია ცსკა-ს რიგებში საუკეთესო იყო

თორნიკე შენგელიას ცსკა VTB გაერთიანებული ლიგის მე-9 ტურში „ზიელენა-გურას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 105-73 გაანადგურა. მოსკოველებმა პირველი მეოთხედი 13 ქულით მოიგეს და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე და მეოთხე ათწუთეულებში კი მოწინააღმდეგეს 10-10 ქულით აჯობეს.

თორნიკე შენგელია ცსკა-ს რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 18 წუთი და 14 წამი გაატარა და ამ დროში 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თოკომ 8-დან 8 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ ერთადერთი სამქულიანი გააცუდა, ბურთი ერთხელ დაკარგა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 23 გახლდათ, რაც ცსკა-ს რიგებში უმაღლესი მაჩვენებელი იყო.

შენგელიას გარდა „არმიელთა“ მხრიდან 15 ქულით კლაიბერნი გამოირჩა. ანტონოვმა 13 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა. მაიკ ჯეიმსი 12 ქულას დასჯერდა, ხოლო ჰილიარდმა და მილუტინოვმა 11 და 9 ქულა მიითვალეს.

ცსკა-ს 9 ტურის შემდეგ 7 მოგება და 2 წაგება აქვს. მოსკოველები VTB გაერთიანებული ლიგის ეგიდით მომდევნო შეხვედრას 26 დეკემბერს გამართავენ და ყაზანის „უნიქსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები