ტრავმა მოირჩინა - ხოჭოლავა ინტერთან სათამაშოდ მზად არის!
Aa
Aa

ტრავმა მოირჩინა - ხოჭოლავა ინტერთან სათამაშოდ მზად არის!

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა დაბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და სრულ მზადყოფნაშია.

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკელებს მნიშვნელოვანი მატჩი ელით. ისინი "ინტერს" დაუპირისპირდებიან და ჯგუფიდან გასვლის შესანიშნავი შანსი აქვთ.

უკრაინელებმა ბოლო ტურში მადრიდის "რეალი" 2:0 დაამარცხეს და ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზე არიან. ამავე რაოდენობის ქულები აქვთ მადრიდელებსაც, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის ქონის გამო მეორეზე დონეცკელები არიან.

პირველ ადგილს გლადბახი იკავებს 8 ქულით, ხოლო "ინტერი" ბოლოზეა 5 ქულით. "შახტარი" გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა.

რაც შეეხება ხოჭოლავას, დაზიანება ქართველმა სწორედ "ინტერთან" მატჩში მიიღო და 62-ე წუთზე შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ ხსენებული შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. დავითმა მადრიდის "რეალთანაც" ითამაშა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. 

რთული სათქმელია, რამდენად დააყენებს მწვრთნელი მას ძირითად შემადგენლობაში, რადგან ხოჭოლავამ ბოლოს 18 ნოემბერს საქართველოს ნაკრებთან ერთად ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშა და იდეალური ფორმისგან შორს არის.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მცველი "შახტარში" მეოთხე სეზონს ატარებს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 76 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონი სამჯერ გახდა, ხოლო უკრაინის თასი კი 2-ჯერ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები