Aa Aa
4 დეკემბერი 2020  |  10:07

„იანი საკუთარ თავს ჩემპიონს არ უნდა უწოდებდეს" - დილაშოუ დაბრუნებისთანავე სატიტულო ბრძოლას ითხოვს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ტი ჯეი დილაშოუმ, რომელიც აკრძალული ნივთიერებების მიღების გამო 2-წლიან დისკვალიფიკაციას იხდის, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დილაშოუმ ინტერვიუ ESPN-ს მისცა და განაცხადა:

„UFC-ში დაბრუნებისთანავე სატიტულო ბრძოლის გამართვა მსურს. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პეტრ იანმა ქამარი იმ მებრძოლის დამარცხებით მოიპოვა, რომელსაც ამ წონაში 2-დან 2 ბრძოლა ჰქონდა წაგებული.

ჟოზე ალდოზე მაქვს საუბარი. იანმა ტიტული სწორედ მასთან გამარჯვებით დაისაკუთრა. წარმოდგენა არ მაქვს, იგი საკუთარ თავს ჩემპიონს რა უფლებით უწოდებს. ჩემთვის ის დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელია და როცა დავბრუნდები ტიტულს აუცილებლად დავისაკუთრებ. ეს ჩემი ქამარია. UFC-ში დაბრუნება მინდა და სატიტულო ბრძოლას ვითხოვ“.

შეგახსენებთ, რომ დილაშოუს, რომელიც მერაბ დვალიშვილის წონით დივიზიონში გამოდის, ოქტაგონზე დაბრუნება მარტში შეეძლება. ტი ჯეიმ ისიც განაცხადა, რომ თუ სატიტულო ბრძოლას ვერ მიიღებს, მზადაა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ მებრძოლებს დაუპირისპირდეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში