ლოჩოშვილის წვლილი დიდია - ვოლფსბერგერმა მოსკოვში ცსკა დაამარცხა
Aa
Aa

ლოჩოშვილის წვლილი დიდია - ვოლფსბერგერმა მოსკოვში ცსკა დაამარცხა

დასრულდა ევროპის ლიგის მეხუთე ტურის მატჩი ცსკა-სა და "ვოლფსბერგერს" შორის. ავსტრიულმა გუნდმა რუსეთის დედაქალაქში 1:0 გაიმარჯვა. ამ გამარჯვებაში კი უდიდესი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა შეიტანა.

ლუკა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად თამაშობდა და მოსკოველებს არაფრის საშუალებას არ აძლევდა. გავლენიანი სპორტული გამოცემების მიხედვით 22 წლის ცენტრალურმა მცველმა 7.2 შეფასება მიიღო და ეს ორივე გუნდის შემადგენლობაში მეხუთე შედეგია.

ლოჩოშვილს კარგი სტატისტიკაც ჰქონდა - ბურთთან შეხება 33, მოგებული ორთაბრძოლა 2, პასის სიზუსტე 54.2%. "ვოლფსბერგერში" კიდევ ერთი ქართველი გურამ გიორბელიძე ასპარეზობს, მაგრამ მას არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიულ გუნდს 5 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში ლუკას გუნდი "ფეინოორდს" ეთამაშება. "ვოლფსბერგერს" ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები