Aa Aa
4 დეკემბერი 2020  |  00:50

კაჭარავას მძიმე ტრავმა? - ქართველი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ლისაბონის ''ბენფიკასა'' და პოზნანის ''ლეხის'' შეხვედრაში ნიკა კაჭარავამ ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. პირველი ტაიმის მიწურულს ლისაბონური კლუბის მცველ ნიკოლას ოტამენდისთან ორთაბრძოლისას ქართველი ფორვარდი მოედანზე დაეცა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

სავარაუდოდ, ტრავმა მძიმეა, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ფეხბურთელი მაქსიმალურად მალე მოახერხებს სავარჯიშო პროცესის განახლებას. 

CrystalSport-ის ცნობით, დიდი ალბათობით კაჭარავა მოტეხილობას გადაურჩა. მას უახლოეს საათებში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც ტრავმის სიმძიმე დადგინდება.

42-ე წუთზე კაჭარავამ შეცვალეს და მისი ადგილი უშუალო კონკურენტმა, შვედმა მიკაელ იშაკმა დაიკავა. ასევე გეტყვით, რომ მეორე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა უხეში თამაშის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩის პირველი ტაიმი იან ვერტონგენის გოლით ''ბენფიკამ'' 1:0 მოიგო. 33 წლის ბელგიელმა მცველმა ანგარიში 36-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა. საბოლოოდ მასპინძლებმა 4:0 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ კაჭარავა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ''ლეხის'' სასტარტოში პირველად მოხდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

კაჭარავა პოლონურ კლუბს მიმდინარე სეზონში შეუერთდა. ყველა ტურნირის ჩათვლით პოზნანური კლუბის მაისურით მე-14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია. მეტწილად მეორე ტაიმის მიწურულს ერთვება თამაშში და სასტარტოში ადგილის დამკვიდრების მიზნით ''ბენფიკასთან'' მატჩი შესანიშნავი შანსი იყო.

ფოტო: gettyimages

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში