ბრაზილიაში ფუტსალის მსაჯი ცემეს - არეულობა მატჩის დასრულების შემდეგ დაიწყო
Aa
Aa

ბრაზილიაში ფუტსალის მსაჯი ცემეს - არეულობა მატჩის დასრულების შემდეგ დაიწყო

ბრაზილიის ქალაქ ტერესინაში ფუტზალის ადგილობრივი ჩემპიონატი მიმდინარეობს. ეს ჩემპიონატი არაფრით გამორჩეული არ არის, მაგრამ ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე ხელჩართული ჩხუბი ატყდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას მსაჯმა ნომინალურად მასპინძლების მეკარე მოედნიდან გააძევა და მატჩი სტუმრებმა მოიგეს.

თამაშის დასრულების შემდეგ გაძევებულმა კიპერმა მსაჯზე გაიწია და სახეში ჩარტყმა სცადა, რაზეც არბიტრმა საპასუხო დარტყმით უპასუხა და საშინელი ჩხუბი ატყდა.

საბოლოოდ სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სანქციები მოყვება ამ ინციდენტს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები