3 წლის შემდეგ პირველად - ქობულეთის შუქურა Crystalbet ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
Aa
Aa

3 წლის შემდეგ პირველად - ქობულეთის შუქურა Crystalbet ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში ქობულეთის "შუქურა" აუტსაიდერ "ვიტ ჯორჯიასთან" 0:1 დამარცხდა, მაგრამ საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მაინც დაბრუნდა.

დაბრუნება კონკურენტ წყალტუბოს "სამგურალის" წაგებამ გამოიწვია. წყალტუბოელები "შევარდენთან" 1:2 დამარცხდნენ და "შუქურასთან" ჩამორჩენა 4 ქულა დარჩა.

კორონავირუსის პანდემიის გამო მეორე ლიგაში 4 წრის ნაცვლად 2 წრე ტარდება, გუნდები ერთმანეთს ორჯერ უპირისპირდებიან ერთმანეთს და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური დარჩა, "შუქურა" მიუწვდომელი გახდა. "სამგურალი" ქობულეთის გუნდს ვეღარ დაეწევა. ასე რომ 3 წლიანი პაუზის შემდეგ "შუქურა" Crystalbet ეროვნული ლიგა 1-ში იასპარეზებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები