Aa
Aa

"გააუქმოს ფიფა-მ 10 ნომერი" - ვილაშ-ბოაში ინიციატივით გამოდის

ფრანგული „მარსელის“ მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა და ფიფა-ს ინიციატივითაც მიმართა.

„მარადონას გარდაცვალება საშინელი ამბავი და მსოფლიო ფეხბურთისთვის წარმოუდგენლად დიდი დანაკარგია. კარგი იქნება, ფიფა-მ ყველა ნაკრებსა და კლუბში 10-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღოს, ეს დიეგოს დასაფასებლად შესანიშნავი ჟესტი იქნებოდა. ამაზე კარგი ფორმით მისი ღვაწლის დაფასება ჩვენ არ შეგვიძლია“.

მარადონას ყოფილი კლუბი „ნაპოლი“ აპირებს, რომ სტადიონს ლეგენდარული არგენტინელის სახელი უწოდოს. ნეაპოლელები ევროპა ლიგის გუშინდელ მატჩში მოედანზე 10-ნომრიანი მაისურებით გამოვიდნენ და თავიანთ სიმბოლოს პატივი ამ გზითაც მიაგეს.

დიეგო მარადონას ცხედარი გუშინ ბუენოს აირესში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი, რომელზეც ასობით ათასი ადამიანი მიდის, კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მარადონას ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიას გამოუცხადა, რომ განსვენებულ ვარსკვლავს მომავალ ხუთშაბათს, Jardin de Paz-ის სასაფლაოზე, დედისა და მამის გვერდით დაკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები