Aa Aa
24 ნოემბერი 2020  |  18:39

ონლაინ შეხვედრა - საქართველოს ქალთა ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამხანაგური ონლაინ შეხვედრა გამართა მსოფლიო ტოპ-ათეულის წარმომადგენელ პოლონეთის ნაკრებთან!

ასპარეზობა 3 დღეს მიმდინარეობდა, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, შემდეგი რეგლამენტით: 10 წუთი მთელ პარტიაზე, პირველივე სვლიდან 10 წამის დამატებით;3 წუთი პარტიაზე+2 წამი პირველივე სვლიდან.

სამი დღის განამავლობაში 24 მატჩი გაიმართა და საბოლოოდ, ქართველმა მოჭადრაკეებმა ანგარიშით:74,5 : 57,5 (37,5:28,5;37:29) გაიმარჯვეს!

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლელა ჯავახიშვილი დასახელდა - მის აქტივში 24-დან 17 ქულაა!

საქართველოს ქალთა გუნდის შემადგენლობა:

  1. ნანა ძაგნიძე (2524)
  2. ლელა ჯავახიშვილი (2473)
  3. ნინო ბაციაშვილი (2460)
  4. მერი არაბიძე (2437)
  5. სალომე მელია (2371)
  6. სოფიკო ხუხაშვილი (2334)

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში