Aa Aa
24 ნოემბერი 2020  |  17:44

"იური ბაბუა ჩვენი პირველი გულშემატკივარია" - ხატია ჭყონიას დადებითი პოსტი

ხატია ჭყონია "ლანჩხუთის" ის ფეხბურთელი გახლავთ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "კლუჟს" ერთადერთი გოლი გაუტანა და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

ხატია "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ემოციურ და დადებით პოსტს აქვეყნებს. ჭყონიას განცხადებით "ლანჩხუთის" ყველაზე დიდი გულშემატკივარი იური ბაბუ არის.

"არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. შეიძლება მცირედი, მაგრამ მთელი სავსე გულით. ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვზე და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია.. ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში" 

Arshemidzlia rom Ar avgnishno iuri babuas sachuqari mtsiredi sheidzleba magram mteli savse gulit is chveni gundis...

Posted by Khatia Chkonia on სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2020

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს შტაბ-ბინაში ტურნირის 1/32 ფინალური სტადიის წილისყრა გაიმართა და გურულთა მეტოქეც გაირკვა. ისინი შვედურ "როზენგარდს" დაუპირისპირდებიან.

პირველი შეხვედრა საქართველოში 9 ან 10 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო განმეორებითი მატჩი შვედეთში 15 ან 16 დეკემბერს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში