Aa
Aa

ბოლო 39 წელში საუკეთესო სტარტი - სოსიედადის გამორჩეული შედეგი

ლა ლიგის ლიდერ "რეალ სოსიედადს" 1981-82 წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონატში საუკეთესო სტარტი აქვს. გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში მორიგი გამარჯვება იზეიმა და ლიდერობა განიმტკიცა.

ბასკებმა პრიმერა დივიზიონის საწყის 10 ტურში 23 ქულა მოიპოვეს, რაც ხსენებული 1981-82 წლების პრიმერაში გააკეთეს და მაშინ სეზონი საბოლოოდ ჩემპიონობით დაასრულეს.

როგორც ვიცით, "სოსიედადს" ქვეყნის ჩემპიონატი ორჯერ - 1980-81 და 1981-82 წლების სეზონებში აქვს მოგებული.

იმანოლ ალგუასილის გუნდმა უქმეებზე სტუმრად "კადისი" დაამარცხა და მეორეადგილოსან "ატლეტიკოსთან" 3-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. სან სებასტიანელები ჩემპიონატის მორიგ ტურში მე-3 ადგილოსან "ვილიარეალს" უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები