მოულოდნელად დაარტყა - ნიკოლას პეპე ალიოსკისთან უხეშობის გამო გააძევეს
Aa
Aa

მოულოდნელად დაარტყა - ნიკოლას პეპე ალიოსკისთან უხეშობის გამო გააძევეს

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს "ლიდსი" და "არსენალი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საინტერესო არ გამოდგა და ფრედ 0:0 დასრულდა.

საინტერესო მხოლოდ ის მოხდა, რომ შეხვედრის 50-ე წუთზე "არსენალის" შეტევისას მოულოდნელად ნიკოლას პეპემ ეზგიან ალიოვსკის თავში ჩაარტყა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხსენებულ ეპიზოდში პეპე და ჩრდ.მაკედონიელი ფეხბურთელი ეპიზოდისგან შორს იმყოფეფოდნენ.

არბიტრმა ვიდეო რეფერის მიმართა. გადამოწმების შემდეგ მსაჯმა ნიკოლასს პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა. შეგახსენებთ, რომ ალიოსკიმ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ "ევრო 2020-ზე" გასასვლელ ფინალურ მატჩში ითამაშა და გორან პანდევის გოლის ეპიზოდში ძალიან იაქტიურა.

პრემიერ ლიგაში "არსენალი" 13 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ახლად გადმოსულ "ლიდსს", მარსელო ბიელსას გუნდი 11 ქულით მე-14 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები