ჰატაკიკომი - ტოჩინოშინმა
Aa
Aa

ჰატაკიკომი - ტოჩინოშინმა "კიუშუ ბაშო" გამარჯვებით დაასრულა

ლევან გორგაძემ „კიუშუ ბაშოზე“ თავის პროგრამა მინიმუმს „კაჩი-კოშის“ გაფორმებას მე-14 ტურში მიაღწია და მე-12 მაეგაშირა კაისეი იორიკირის ილეთით დაამარცხა.

რაც შეეხება დასკვნით დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე ტაკანოშო იყო, რომელიც ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

ლევანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო, რამდენიმე ცუპარის შემდეგ, ძლიერად მიეძალა და მეტოქეს წონასწორობა დააკარგვინა, რაც ტაკანოშოს დოჰიოზე დაგდებით დასრულდა.

ტაკანოშოს ლევანის მსგავსად მოგება-წაგებათა ბალანსი 8-6-ზე ჰქონდა. ქართვლი რიკიში მას კარიერაში სულ 2-ჯერ იყო შეხვედრილი და ორივეჯერ 2020 წელს და ორივე მათგანში დამარცხდა.

ზოგადად ლევან გორგაძისთვის 2020 წელი წარუმატებელი გამოდგა. ტრავმებმა მის კარიერას დაღი დაასვეს და რანგით ჩამოქვეითების შემდეგ, „ტოჩი“ ფორმის აღდგენას ვერ ახერხებს და ყველა ტურნირზე მისი მთავარი საზრუნავი მხოლოდ დადებითი ბალანსის გაფორმებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები