Aa
Aa

"ფრე ლოგიკური იქნებოდა, მსაჯმა ალბათ თვალები დაიბრმავა" - ნემსაძის კომენტარი

დასრულდა Crystalbet ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და გორის "დილას" შორის. მასპინძლებმა მინამალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვეს. შეხვედრის შემდეგ გორელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ კომენტარი გააკეთა.

"ვულოცავ ბათუმს ამ მარლთაც შესანიშნავი სტადიონის გახსნას. აქ პირველად ვარ და შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფეროა. მინდა ასევე მივულოცო ბათუმს ამ სტადიონზე პირველი თამაშის მოგება.

უპირატესობას გეგუჩაძის ბიჭები ფლობდნენ, რადგან ისინი შინ თამაშობდნენ. იმ მომენტებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვქონდა, თავისუფლად შეიძლებოდა ამ მატჩის თუნდაც არწაგება.

პენალტის ეპიზოდს მინდა გამოვეხმაურო. ერთ მომენტში შეიძლებოდა ჩვენს სასარგებლოდ დანიშვნა, მაგრამ მსაჯმა ალბათ თვალები დაიბრმავა. ბევრად მკაფიო დარღვევა იყო, ვიდრე იმ მომენტში, რა დროსაც ჩვენს კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი.

ყოფილი ფეხბურთელი ვარ და არ მინდა ყველაფერი მსაჯებს დავაბრალო, მაგრამ ვთვლი, ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. რას ვიზამთ, ფეხბურთი ასეთია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბათუმს გამარჯვებას და სტადიონის გახსნას." - განაცხადა ნემსაძემ

შეგახსენებთ, რომ ამჟამად გორის "დილა" 24 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. მომავალ მატჩს გიორგის შეგირდები 30 ნოემბერს შინ "საბურთალოს" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები