სიმპტომების გარეშე, კარანტინში - რა მდგომარეობაშია კვარაცხელია
ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ ვებ გვერდ „სპორტ ექსპრესთან“ საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიასა და კიდევ 2 მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
როგორც მოგეხსენებათ, 19 წლის ქართველ ფეხბურთელს კოვიდ-19 აქვს და ამის გამო, მან ნოემბრის სანაკრებო მატჩები გამოტოვა.
„ჯერჯერობით ეროვნულ ნაკრებებში გამგზავრებული ყველა მოთამაშე უკან არ დაბრუნებულა. კორონავირუსის მქონე ფეხბურთელები კარანტინში რჩებიან. მადლობა ღმერთს, რომ მათ ვირუსი სიმპტომების გარეშე აქვთ. სამივე მათგანი ახალგაზრდაა და ძლიერი იმუნიტეტი აქვთ.
სამწუხაროა, რომ ისინი დაინფიცირდნენ, თუმცა რეალობა ასეთია და მას უნდა შევეგუოთ“.
ლევან კობიაშვილმა Silk Sport-ის ეთერში განაცხადა, რომ ხვიჩას ვირუსი „რუბინის“ ფიზიოთერაპევტისგან გადაედო, რომელიც ფეხბურთელებთან მუშაობისას პირბადეს არ იყენებდა.
ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა ჩვენ ნაკრებს ძვირად დაუჯდა და ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დავმარცხდით.