კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„კრიშტიანუ სამაგალითოა“ - მარტინესმა რონალდუზე ისაუბრა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა უზბეკეთთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუზე და გუნდის ტაქტიკურ მონახაზში მის როლზე ისაუბრა.

„რონალდუ სამაგალითოა. ის კაპიტანია და კრიტიკაზე შესაბამისად რეაგირებს. კრიშტიანუს უდიდესი გამოცდილება აქვს, რომელიც ძალიან გამოგვადგება.

ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც 21-ე წელია, ნაკრებში თამაშობს. ის ყოველთვის უკეთესობისკენ ისწრაფვის და ცდილობს, გუნდს დაეხმაროს.

გვსურს, ბურთი გავაკონტროლოთ და მეტოქის საჯარიმოში შეღწევის გზები ვიპოვოთ, ხოლო როცა ბურთს დავკარგავთ, მალევე დავიბრუნოთ. ასევე, გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც თავისუფალ სივრცეებს შექმნის - კრიშტიანუს ეს კარგად გამოსდის, რაც სტატისტიკურადაც დასტურდება“.

ცნობისთვის, დღეს პორტუგალია უზბეკეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ პირველ ტურში რობერტო მარტინესის გუნდი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუზავდა (1:1). ამავე ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში კოლუმბიამ უზბეკეთს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შანსები საფრანგეთთან? ალბათ ჩემპიონები გახდებიან“ - ჰოლანდი
„შანსები საფრანგეთთან? ალბათ ჩემპიონები გახდებიან“ - ჰოლანდი