ბრწყინვალე გამარჯვება - ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება - ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

პრაღში მიმიდინარე კონტინეტის პირველობაზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა ბულგარელი ივაილო ივანოვი იპონით დაამარცხა.

ფინალამდე გრიგალაშვილმა ჩეხურ ტატამზე იტალიელ კრისტიან პარლატის, ბერძენ თეოდოროს დემურციდის, ქართველ ლუკა მაისურაძესა და ბელგიელ მატიას კასეს აჯობა.

დღესვე ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძემ მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა მედლისთვის ბრძოლაში ნედერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით მოუგო.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე სამი მედალია.

ხვალ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 4 ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი , ლევან მატიაშვილი და გურამ თუშიშვილი იასპარეზებენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები