''4 თვის ხელფასი არ აგვიღია, ფული ვისესხეთ, გარეთ ვბანაობთ და ვცივდებით''
2019 წლის საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში გურულებმა რუმინეთში „კლუჟი“ 1:0 დაამარცხეს. მატჩის ერთადერთ გოლი 68-ე წუთზე „ლანჩხუთის“ ლიდერმა ხატია ჭყონიამ გაიტანა.
''ლანჩხუთის'' ფეხბურთელებმა ''პირველთან'' საუბარში კლუბში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.
''ერთ ოთახში ხუთი ან ექვსნი ვცხოვრობთ. გვაქვს გაზის მიკრო გაზქურა, ზამთარში ძალიან გვიჭირს, გარეთ ვბანაობთ და ასეთ დროს არაერთხელ გავცივდით.
4 თვის ხელფასი არ აგვიღია. კლუბის ხელმძღვანელებმა სესხი აიღეს, რადგან ამხელა გზაზე მოვდიოდით და გარკვეული საჭიროებებისთვის თანხა გვჭირდებოდა.
ჩვენი გუნდის ერთ წევრს ბუცი არ ჰქონდა, დახეული ბუცით თამაშობდა.''
"ლანჩხუთი" პირველი ქართული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. გურულები ისტორიის დაწერას აგრძელებენ.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ "ოკჟეტპესს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. მატჩის გმირი ხატია ჭყონია გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ქალთა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა 26 ნოემბერს გაიმართება, ხოლო მომდევო ეტაპის მატჩები 9/10 დეკემბერსაა ჩანიშნული.