მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Givemesport-ის რეიტინგში
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები დაასახელა. ცნობილი ბრიტანული გამოცემის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და ქართველ ფეხბურთელი მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.
„ნაპოლიმ კარგად იმუშავა და ხვიჩა კვარაცხელია მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ, დროის ამბავი იყო, ქართველი შემტევი ნაპოლის როდის დატოვებდა, და საბოლოოდ პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. 2022/23 წლების სეზონში მან ნაპოლის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და 25 საგოლე მოქმედება ჰქონდა. მომდევნო სეზონში მისი სტატისტიკა გაუარესდა, თუმცა საფრანგეთში წარმატებას მიაღწია.

როდესაც ბურთი აქვს, კვარაცხელია თავისი ცრუმოძრაობებით ბრწყინავს. მისი უნარი, მეტოქეებისგან წამოსულ წნეხს გვერდზე აუაროს, შიშისმომგვრელია. კვარაცხელიას ეფექტურობისა და სისწრაფის შიშისმომგვრელი კომბინაცია ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ნათლად გამოჩნდა. მის თამაშში იგრძნობა, რომ რაღაც აუცილებლად მოხდება, და მან პარი სენ-ჟერმენის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
ცნობისთვის, ხვიჩაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იმყოფება. მესამე პოზიციას რაფინია იკავებს, მეორეზე უსმან დემბელეა, ხოლო პირველზე — ლამინ იამალი. „კვარა“ ბუკაიო საკას, მოჰამედ სალაჰს, ვინისიუს ჟუნიორს, დეზირე დუეს, როდრიგოსა და სხვებს უსწრებს.