გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

3 დაფარება 14 წუთში | ბითაძის ორლანდო ბოსტონთან დამარცხდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ბოსტონ სელტიქსთან“ დამარცხდა. ფლორიდელებმა კელტებს მეორედ უმასპინძლეს და, პირველი მატჩისგან განსხვავებით, 107:111 წააგეს. საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე „ორლანდო“ მხოლოდ 1 ქულას აგებდა, თუმცა დერიკ უაითისა და ჯორდან უოლშის სამქულიანებმა თამაშის ბედი გადაწყვიტეს.

ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 14 წუთი და 53 წამი გაატარა. ქართველი კალათბურთელის სტატისტიკა ასეთი იყო: 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 3 დაფარება. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო — 28 ქულა, 5 მოხსნა. ფრანც ვაგნერსა და ჯეილენ საგსს 20-20 ქულა ჰქონდათ. „ბოსტონის“ მხრიდან 27 ქულით ჯეილენ ბრაუნი გამოირჩა. ანფერნი სიმონსმა 25 ქულა დააგროვა, დერიკ უაითმა — 21.

ცნობისთვის, „მეჯიქს“ 4 მოგება და 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. „ორლანდოს“ მომდევნო მატჩი „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერთან“ აქვს, რომელსაც საკუთარ კედლებში შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთადერთი ნათელი წერტილი ლივერპულში“ - ბრიტანული მედიის შეფასება
„ერთადერთი ნათელი წერტილი ლივერპულში“ - ბრიტანული მედიის შეფასება