გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ერთადერთი ნათელი წერტილი ლივერპულში“ - ბრიტანული მედიის შეფასება

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.

გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა 3 მოგერიებით დაასრულა. მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი მე-13 წუთზე შესრულებული სეივი იყო. მამარდაშვილის მიერ ჟერემი დოკუზე დაფიქსირებული ჯარიმის გამო, მთავარმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ერლინგ ჰოლანდმა შეასრულა. ქართველმა მეკარემ საკუთარი დაშვებული შეცდომა გამოასწორა და ნორვეგიელ შემტევს გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ინგლისურმა მედიამ ქართველი მეკარის თამაში შეაფასა.

რას წერენ სააგენტოები:

Tribuna.com – 7 ქულა: „ლივერპულის“ წარუმატებელი საღამოს ერთ-ერთი მანათობელი იყო. მამარდაშვილმა თავისი ნიჭი პირველ ტაიმში, ერლინგ ჰოლანდის პენალტის მოგერიებისას გამოავლინა. ამის შემდეგ მან კიდევ რამდენიმე კარგი სეივი შეასრულა, მაგრამ სამი გაშვებული გოლიდან ვერცერთს ვერაფერი მოუხერხა.

GiveMeSport.com – 5 ქულა: მეტოქეს შეხვედრის დებიუტშივე პენალტი აჩუქა, რომელიც, საბედნიეროდ, ჰოლანდმა ვერ გაიტანა.

Goal.com – 6 ქულა: დოკუსთან მარცხენა ფეხით თამაშის წესების დარღვევის გამო პენალტი აიღო, თუმცა ქართველმა მეკარემ შეცდომა გამოასწორა და ჰოლანდის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია.

LiverpoolEcho.co.uk – 7 ქულა: პენალტის ეპიზოდში ცოტა არ გაუმართლა, რადგან დოკუს ბოლო წამს მცირედით შეეხო, მაგრამ ჰოლანდის დარტყმული მოიგერია. ამის შემდეგ დოკუსაც რთული ბურთი აუღო, თუმცა გაშვებული გოლების ეპიზოდში შანსი თითქმის არ ჰქონია.

Liverpool.com – 5 ქულა: ჟერემი დოკუსთან თამაშის წესების დარღვევის გამო პენალტი მიიღო, რაც საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება იყო. თუმცა მეკარემ შეცდომა ჰოლანდის პენალტის მოგერიებითა და რამდენიმე კარგი სეივით გამოასწორა.

NBCSports.com – 7 ქულა: პენალტი მოიგერია და „სიტის“ გოლებში მეტი ვერაფერი გააწყო. დღევანდელ მატჩში პრობლემა ის ნამდვილად არ ყოფილა.

SI.com – 5.5 ქულა: პენალტის ეპიზოდში ბრწყინვალე იყო და არც ერთ გოლში არ ყოფილა დამნაშავე, თუმცა „ლივერპულის“ დაცვაში სიმშვიდის დამყარება უჭირს.

გიორგი მამარდაშვილი პენალტის მოგერიების დროს

პრემიერ ლიგაში „ლივერპულის“ საშინელი სერია გრძელდება. ბოლო 6 მატჩიდან არნე სლოტის გუნდმა 5 წააგო და მხოლოდ 1 მოიგო. ამან სატურნირო ცხრილზეც იმოქმედა: 11 ტურის შემდეგ, მერსისაიდული გუნდი 18 ქულით მე-8 პოზიციაზე დაქვეითდა. „ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 22 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ნოტინგემ ფორესტთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულის მძიმე მარცხი სიტისთან - მამარდამ ჰოლანდს პენალტი აუღო
ლივერპულის მძიმე მარცხი სიტისთან - მამარდამ ჰოლანდს პენალტი აუღო