„მისი გუნდურობის შეგრძნება ნულის ტოლია“ - რუნიმ სალაჰი გააკრიტიკა
„ლივერპულის“ კრიზისს ბოლო არ უჩანს - „ასტონ ვილასთან“ და „რეალთან“ მოპოვებული საშინაო გამარჯვებების შემდეგ, ბევრს ეგონა, რომ არნე სლოტის შეგირდებმა პრობლემები უკან მოიტოვეს, მაგრამ „მანჩესტერ სიტისთან“ საგარეო მატჩში ყველაფერი საპირისპიროდ გამოჩნდა. როგორც ყოფილი „მანჩესტერელებისთვის“ ბუნებრივია, უეინ რუნის განსაკუთრებული სიმპათიები „სიტი“ – „ლივერპულის“ თამაშის დროს არც ერთის მხარეს არ ჰქონდა, თუმცა უფრო მეტად მაინც ლივერპულელები და მათი ეგვიპტელი ლიდერი გააკრიტიკა.
უეინ რუნი
სალაჰი თამაშობს იმისათვის, რომ გაიტანოს და შექმნას გოლები. უკანასკნელი ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ დიდ გუნდებთან მატჩებში ორმაგად მონდომებული უნდა იყოს.ის უნდა ბრუნდებოდეს უკან დაცვაში და პარტნიორებს ეხმარებოდეს. კონორ ბრედლი ძალიან დაიღალა, რადგან პრაქტიკულად მარტოს უწევდა „სიტის“ შემტევებთან გამკლავება.
რაიან გრავენბერხი მაქსიმალურად ცდილობდა მის დახმარებას, მაგრამ იმის გამო, რომ ის სალაჰის საქმეს აკეთებდა და ბრედლისკენ მიდიოდა, საკუთარი ზონა ხანდახან თავისუფალი რჩებოდა. ხშირ შემთხვევაში ეგვიპტელის გუნდურობის შეგრძნება ნულის ტოლია.
შეგახსენებთ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ უეინ რუნი ხშირად ჩნდება სპორტულ სატელევიზიო გადაცემებში და როგორც პრემიერლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს საინტერესო ანალიზს უკეთებს.