„გაიბრწყინა“ | რას წერს Football Insider მამარდაშვილზე
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „სიტისთან“ 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ სპორტულმა პორტალმა, Football Insider-მა „წითლების“ სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებმაც „ქალაქელების“ წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშეს და ერთ-ერთი „მამარდა“ გახლდათ.
გიორგი მამარდაშვილმა გაიბრწყინა - ლივერპულის სამი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ, სიტისთან მარცხის შემდეგ თავაწეულებმა იარონ
„ლივერპული თავის მეკარეზე იყო დამოკიდებული, რათა სიტისთან 0:3-ზე დიდი ანგარიშით არ წაეგო. მართალია, ქართველმა ფეხბურთელმა დოკუს წინააღმდეგ წესები დაარღვია და პენალტი დაინიშნა, მაგრამ 25 წლის გოლკიპერმა საოცარი სეივი შეასრულა და ერლინგ ჰოლანდის დარტყმა მოიგერია.
ტრავმირებული ალისონის ნაცვლად მოთამაშე მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლია, ბრაზილიელის სოლიდური შემცვლელი იყოს. ქართველი გაშვებული გოლებისას ვერაფერს იზამდა, რადგან დაცვის ხაზმა დაუცველ მდგომარეობაში დატოვა.“
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს „სიტის“ წინააღმდეგ სამი მოგერიება ჰქონდა. „ქალაქელებთან“ მატჩის შემდეგ „მამარდა“ საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ესპანეთთან და ბულგარეთთან ითამაშებს.