თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

„ეს ქეცბაიას დამსახურებაა“ - კვიპროსული მედია ანორთოსისის წაუგებელ სერიაზე

გასულ უქმეებზე ფამაგუსტას „ანორთოსისი“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია წვრთნის, ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, „პაფოსს“ დაუზავდა (1:1) და წაუგებელი სერია 4 მატჩამდე გაზარდა.

ბოლოს ქეცბაიას გუნდმა 4 ოქტომბერს „ლიმასოლთან“ წააგო, მას შემდეგ კი ფრედ ითამაშა „აკრიტასთან“, „არისთან“ და „პაფოსთან“, ხოლო „კრასავასთან“ გასვლით მატჩში სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა.

კვიპროსული მედია წერს, რომ ფამაგუსტელების ბოლოდროინდელი შედეგი ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე „პაფოსთან“ (რომელმაც ბოლო ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ მოუგო) ქულების აღება გუნდს ფსიქოლოგიური კუთხით წაადგება.

„სამუშაო, რომელსაც ქეცბაია ატარებს, უკვე გამოჩნდა. ფეხბურთელებმა ირწმუნეს საკუთარი ძალების და მატჩის ბოლო წუთამდე ბრძოლობენ, რაც ქართველი სპეციალისტის დამსახურებაა“, - წერს გამოცემა Shoot and goal.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაიამ „ანორთოსისი“ კარიერაში მესამედ, 5 სექტემბერს ჩაიბარა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 10 ტურის შემდეგ ფამაგუსტელები 8 ქულით (1 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება) სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილზე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯერ სახლში არ მოუგიათ | არველაძის გუნდის მორიგი მარცხი
ჯერ სახლში არ მოუგიათ | არველაძის გუნდის მორიგი მარცხი