როდრიგომ შესაძლოა რეალი იანვარში დატოვოს | ESPN Brasil
„რეალის“ ვინგერი, როდრიგო უკმაყოფილოა გუნდში თავისი მდგომარეობით და კლუბის შეცვლის ვარიანტს განიხილავს.
ბრაზილიის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე 13 მატჩი ჩაატარა (3 ძირითად შემადგენლობაში) და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან 359 წუთი ითამაშა, რაც 4 სრულ მატჩს ან საშუალოდ თამაშში 27 წუთს უდრის.
ESPN Brasil-ის ცნობით, როდრიგო გუნდში თავისი როლით ახლა უფრო უკმაყოფილოა, ვიდრე ზაფხულში იყო და შეიძლება „რეალი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.
ამ დროისთვის არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით, როდრიგოს სიტუაცია შეიცვლება.
ვრცელდება ცნობა, რომ „რეალიდან“ წასვლის შემთხვევაში, როდრიგო უპირატესობას პრემიერ ლიგის კლუბში გადასვლას მიანიჭებდა, თუმცა, ამ დროისთვის ოფიციალური შეთავაზება არ არსებობს, მაგრამ თუ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთვის ფეხბურთელის მიმართ რეალური ინტერესი გამოჩნდება, ისიც, კლუბიც და სამწვრთნელო შტაბიც მოუსმენენ და შეაფასებენ წინადადებას.
აგვისტოში „მადრიდი“ როდრიგოს, რომლის კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე მოქმედებს, 80-100 მილიონ ევროდ აფასებდა.
ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია მის მიმართ „არსენალისა“ და „ბაიერნის“ ინტერესის შესახებ.