Aa Aa
10 ნოემბერი 2020  |  22:01

ლეგენდის დაბრუნება გადაწყდა - კონორი პორიეს წინააღმდეგ იჩხუბებს

Mmafighting-ის ინფორმაციით, კონორ მაკგრეგორი UFC-ის ოქტაგონს უბრუნდება. ირლანდიელი მებრძოლი დასტინ პორიეს დაუპირისპირდება და მის წინააღმდეგ მეორე შერკინებას გამართავს.

UFC-სთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, Mmafighting იტყობინება, რომ მებრძოლებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს და მათი ჯახი UFC 257-ის ფარგლებში, რომელიც 23 იანვარს ჩატარდება და სავარაუდოდ ლას-ვეგასი უმასპინძლებს, ოფიციალურად ჩაინიშნა.

მაკგრეგორისა და პორიეს შესახებ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. Mmafighting-ის ცნობით კი შეთანხმება ახლახან შედგა და ბრძოლას წინ აღარაფერი უდგას.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, ბრძოლის თარიღი შეიცვალოს. Mmafighting-ის მიხედვით, მაკგრეგორი მზადაა, UFC-ში გაცილებით ადრე დაბრუნდეს და წინადადების მიღების შემთხვევაში, თანახმაა, 12 დეკემბერს, UFC 256 ფარგლებში იჩხუბოს. საგულისხმოა, რომ ამ ღონისძიების მთავარი ბრძოლა ნუნიესსა და ანდერსონს შორის უნდა გამართულიყო, მაგრამ ეს შერკინება გადაიდო და არის შანსი მის ნაცვლად პორიესა და კონორის ჯახი ვიხილოთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში