რატი ანდრონიკაშვილი -
Aa
Aa

რატი ანდრონიკაშვილი - "მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრმა, რატი ანდრონიკაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო. იგი ამ ზაფხულს გადავიდა ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენცია Big East-ში მოასპარეზე “კრეიტონში”, თუმცა ამ გუნდში დებიუტი ხანგრძლივი ხნით გადაედო.

მყესები სრულიად უწყინარ სიტუაციაში გავიწყვიტე. ვარჯიშზე, ორმხრივი თამაშისას ბურთი ჩავჭერი და მოედანზე რომ დავხტი, მუხლი გამექცა. ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჯვარედინი მყესები გამიწყდა. რეაბილიტაციას დაახლოებით 7 თვე დასჭირდება მთელ ამ დროს ამერიკაში გავატარებ. ოპერაცია უნდა გავიკეთო, რის შემდეგაც, სავარაუდოდ 2 თვეში ვარჯიშს დავიწყებ, თუმცა ჯერ უბურთოდ. თავიდან იქნება მსუბუქი ვარჯიშები, მხოლოდ სროლა და ტრენაჟორები. ფეხებზე დატვირთვა რომ გავაძლიერო, კიდევ რამდენიმე თვე დამჭირდება. მალე ამერიკაში დედაჩემი ჩამოვა და ოპერაციის დროს და შემდგომ პერიოდშიც ჩემს გვერდით იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პერიოდს პრობლემების გარეშე გადავიტან და პარკეტს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები” – განაცხადა ანდრონიკაშვილმა

კრეიტონი სეზონს 25 ნოემბერს, სამხრეთ დაკოტასთან მატჩით გახსნის, თუმცა ქართველი ახალწვეულის გარეშე. ერთ-ერთ ვარჯიშზე რატიმ მუხლის დამჭერი – ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანს სავარაუდოდ 7 თვით ჩამოსცილდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები