იანგმა “ლეიკერსს” მოაგებინა
Aa
Aa

იანგმა “ლეიკერსს” მოაგებინა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“ლეიკერსი” შინ “ოკლაჰომას” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლოს ანჯელესელები 12 ქულას იგებდნენ, თუმცა რასელ უესტბრუკის კარგმა თამაშმა “ბოლო წამებზე “ოკლაჰომა” 109:108 დააწინაურდა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე ნიკ იანგმა 3-ქულიანი ჩააგდო და “ლეიკერსს” 111:109 გამარჯვება მოუტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რასელ უესტბრუკი გახლდათ, რომელმაც გუნდს 34 ქულა, 13 პასი და 8 მოხსნა შესძინა. “ლეიკერსმა” უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა და ექვს კალათბურთელს 11 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის საუკეთესო 18 ქულით კლარკსონი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები