Aa Aa
30 ოქტომბერი 2020  |  10:26

ლუკაკუ ტრავმირებულია და შესაძლოა რეალთან იუქმოს

მილანის „ინტერის“ ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ტრავმირებულია და ამის გამო, შესაძლოა, მადრიდის „რეალთან“ მომავალ კვირას გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწიოს.

27 წლის თავდამსხმელმა ბარძაყის კუნთის დაზიანება „შახტართან“ შეხვედრისას მიიღო. მან თამაში ჩაამთავრა, შემდეგ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბელგიელი რამდენიმე დღის განმავლობაში იძულებით დაისვენებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ლუკაკუ „პარმას“ წინააღმდეგ უქმეებზე ვერ ითამაშებს, „რეალთან“ მისი მოედანზე გასვლის საკითხი კი უახლოეს დღეებში უფრო ზუსტად გვეცოდინება.

რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 2 ტურის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს და 3 ნოემბერს, „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ მადრიდში ითამაშებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში