ყველაფერი გაირკვა - ბენზემას და ვინისიუსს არანაირი უსიამოვნება არ აქვთ
Aa
Aa

ყველაფერი გაირკვა - ბენზემას და ვინისიუსს არანაირი უსიამოვნება არ აქვთ

დღეს მადრიდის "რეალმა" ვარჯიში განაახლა. სავარჯიშო სესიებზე კარიმ ბენზემა და ვინისიუს ჯუნიორი ერთად ხშირად შეამჩნიეს. "მარკას" ინფორმაციით ისინი შესანიშნავად ურთიერთობდნენ.

სპორტულმა გამოცემა "ტელეფუტმა" ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, სადაც "სამეფო კლუბი" "გლადბახს" დაუპირისპირდა, გაავრცელა კადრები, რომელშიც თითქოს კარიმ ბენზემა ფერლანდ მენდის ეუბნებოდა, რომ ვინისიუსისთვის პასი არ მიეცა, რადგან ის ცუდად თამაშობდა.

დღევანდელ გამართულ ვარჯიშზე კი ეს მოსაზრება განიქარწყლა. ფრანგი და ბრაზილიელი ერთად თავს შესანიშნავად გრძნობდნენ და ბევრსაც ხუმრობდნენ. 

"მარკა" იმასაც გვამცნობს, რომ ფეხბურთელებმა ამ საკითხზე ისაუბრეს და გადაწყვიტეს, რომ იმ ეპიზოდს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭონ.

კარიმი და ვინისიუსი კარგი ურთიერთობით ყოველთვის გამოირჩეოდნენ. ახალგაზრდა ბრაზილიელს თავის ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ ბენზემა მისთვის მამასავით არის და ყველაფერში ძალიან ეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები