Aa
Aa

"თემურ მიყვარხარ" - ოქრიაშვილმა ქეცბაიას მიმართა

კვიპროსის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ანორთოსისმა" გიორგი ქვილითაიას ერთადერთი გოლის წყალობით "აჩნასი" დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები თორნიკე ოქრიაშვილს და გიორგი ლორიას გაესაუბრნენ.

ჟურნალისტმა თორნიკეს ჰკითხა უყვარდა თუ არა თემურ ქეცბაია რაზეც ოქრიაშვილმა უპასუხა: "თემურ მიყვარხარ"

შეგახსენებთ, რომ "აპოელის" დამარცხების შემდეგ "ანორთოსისის" სტადიონზე ქართველ ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის მცირე არეულობა მოხდა.

მომხდარის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა CrystalSport-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები ადრეც მომხდარა და კონფლიქტი არ არსებობს.

"ჩვენს შორის კონფლიქტი არ არსებობს. ვიკამათეთ ზოგადად თამაშთან დაკავშირებით და კამათი ერთ კონკრეტულ ეპიზოდს არ ეხებოდა. ფეხბურთს თან ახლავს ემოციები, ავყევით ერთმანეთს... ამ თემას არაფერი მოჰყოლია.

უბრალოდ ეს კამათი ხალხმა ნახა და ეგონათ, რომ რაღაც მოხდა, არადა უბრალოდ მცირედით წავიკამათეთ. ამაზე ბევრად დიდი კონფლიქტი მოგვსლია, მაგრამ არავის უნახავს და არაფერი მოჰყოლია.

თემურს დიდ პატივს ვცემ და მისგანაც იგივეს ვგრძნობ. შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით"

შეგახსენებთ, რომ ამჟამად თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი 19 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები