ფერგიუსონი: „ხაბიბი ყოველთვის გამირბოდა, არ მიკვირს კარიერა რომ დაასრულა
Aa
Aa

ფერგიუსონი: „ხაბიბი ყოველთვის გამირბოდა, არ მიკვირს კარიერა რომ დაასრულა"

UFC-ის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა. „ელ კუკუიმ" ჩვეულ სტილში ილაპარაკა და განაცხადა, რომ „არწივი" მას ყოველთვის გაურბოდა.

„არ მიკვირს კარიერა რომ დაასრულა. მისმა მენეჯერმა იგი ძალიან სახიფათო მეტოქისგან იხსნა. მართალია, ალი აბდელ აზიზს განავალ ადამიანად მივიჩნევ, მაგრამ ფაქტია, რომ იგი ჭკვიანურად მოიქცა და ამ ვითარებაში ყველაფერი სწორად გააკეთა.

ხაბიბი ყოველთვის გამირბოდა. მე ჩემი საქმე გავაკეთე, ის კი გაიქცა. წყეული დაღესტანელი უკანმოუხედავად გაიქცა. ის ჩემგან პატივისცემას არ იმსახურებს. მიხედოს ოჯახურ საქმეეს და შევხვდებით, როცა დაბრუნდება.

მას ჩემთან არ უჩხუბია! როგორ შეიძლება საკუთარ თავს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი უწოდო, როცა ჩემთან არ გიჩხუბია? ჯონ ჯონსი, სენ პიერი, ანდერსონ სილვა, მეტ ჰიუზი. ეს მებრძოლები ნურმაგომედოვზე წინ დგანან. რამდენი ბრძოლა მოიგო ხაბიბმა მიჯრით? 12? 13? მე ზედიზედ 12-ჯერ მოვიგე და ნურმაგომედოვთან რომ მეჩხუბა, მე-13 გამარჯვებასაც მოვიპოვებდი“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბისა და ტონი ფერგიუსონს ბრძოლა რამდენჯერმე ჩაინიშნა, თუმცა გულშემატკივრებმა მათი შერკინება ვერცერთხელ იხილეს. ბოლოს „ელ კუკუის“ „არწივთან“ UFC 249-ის ფარგლებში უნდა ეჩხუბა, მაგრამ კორონავირუსის გამო ყველაფერი აირია და ფერგიუსონი ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები