Aa Aa
27 ოქტომბერი 2020  |  10:13

„ასეთ დროს პენალტის დარტყმის სურვილს არ გამოთქვამ" - ვენლოს მეკარე ონანას აკრიტიკებს

„ვენლოსა“ და „აიაქსის“ შეხვედრა ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. ამსტერდამელებმა მეტოქე 13:0 დაამარცხეს და ნიდერლანდების ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდი დაამყარეს.

ბუნებრივია, მატჩს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ-ერთი, ვინც პრესასთან ისაუბრა „ვენლოს“ გოლკიპერი, დელანო ვან კროი გახლდათ. მან „აიაქსის“ კარის დარაჯი ანდრე ონანა მის მიმართ გამოვლენილ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

„ვიცი, რომ მას პენალტის შესრულება სურდა. რას ნიშნავს ეს ჟესტი? იმას, რომ იგი პატივს არ მცემს. როცა ვიზავის მიმართ პატივისცემა გაქვს, ასეთ დროს პენალტის დარტყმის სურვილს არ გამოთქვამ. მას თავი უფრო ღირსეულად უნდა დაეჭირა.

რაც შეეხება შედეგს, ეს აუხსნელია. ამაზე ცუდი გრძნობა ფეხბურთელისთვის არ არსებობს. მენტალურად ნადგურდები და გინდა, ყველაფერი მიატოვო და სადმე შორს წახვიდე. ყველამ კარგად იცის, რა მოხდა, მაგრამ არ გვინდა ვინმეს ვეცოდებოდეთ“.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა „ვენლოს“ პირველი ტაიმი 4:0 მოუგო, მეორე ნახევრის სტარტზე კი ვენლოელებს კაპიტანი გაუძევეს და მათი რბევაც ამის შემდეგ უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდა.

„აიაქსმა“ 1972 წელს დამყარებული თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ამსტერდამელებმა მაშინ არნემის „ვიტესს“ 12:1 მოუგეს, ამიერიდან კი უკვე თავს ახალი რეკორდით იწონებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში