Aa Aa
26 ოქტომბერი 2020  |  09:14

92-ე გრან-პრი - ჰემილტონმა შუმახერს გადაასწრო

ლუის ჰემილტონმა პორტუგალიის გრან-პრის ჩემპიონობა იზეიმა, მიხაელ შუმახერის რეკორდი მოხსნა და ფორმულა 1-ის ისტორია გადაწერა.

ბრიტანელმა პილოტმა პორტუგალიის ტრასებზე თანაგუნდელ ვალტერი ბოტასის დაახლოებით 26 წამით აჯობა და კარიერაში 92-ე გრან-პრი მოიგო. მან ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ გადაასწრო შუმახერს, რომლის აქტივშიც 91 ჩემპიონობაა.

„ვერასდროს ვიოცნებებდი იმაზე, რაც დღეს ხდება. ნამდვილად არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ის დამექნია და ეს შესანიშნავი გუნდი და პარტნიორები გამეჩინა, მაგრამ გამიმართლა და ვცდილობ, ყოველი დღე ნაყოფიერად გამოვიყენო. ძალიან ბედნიერი ვარ“.

ჰემილტონმა მიმდინარე სეზონში გამართული 12 რბოლიდან 8 გამარჯვებით დაასრულა და სეზონის საერთო ჩათვლაში დიდი უპირატესობით ლიდერობს. მერსედესის ბრიტანელ პილოტს 256 ქულა აქვს და თანაგუნდელ ბოტასს მთელი 77 ქულით უსწრებს.

რაც შეეხება კონსტრუქტორთა დავას, რა თქმა უნდა, მასში „მერსედესი“ უპირობო ლიდერია და მეორეადგილოსან „რედ ბულთან“ 209-ქულიანი უპირატესობა აქვს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში