დღეს კოტე მახარაძის დაბადების დღეა
დღეს, 17 ნოემბერს, გამორჩეული ქართველი მსახიობისა და ლეგენდარული კომენტატორის, კოტე მახარაძის დაბადების დღეა.
კოტე მახარაძემ საკომენტატორო მიკროფონი პირველად 1957 წელს მოირგო, რის შემდეგაც ქართველი გულშემატკივრისთვის არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი წაუყვანია.
ცალკე გამოსაყოფია თბილისის "დინამოს" მონაწილეობით 2 ისტორიული შეხვედრა - 1964 წელს ეროსი მანჯგალაძესთან ერთად ის გაუძღვა თამაშს, რომლის შედეგადაც "დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.
1981 წელს კი, დიუსელფორფში გამართულ "თასების მფლობელთა თასის" ფინალურ შეხვედრას უკვე მარტო უძღვებოდა, რომელშიც "დინამო", გერმანული "კარლ ცაისის" დამარცხებით, ერთადერთ ევროპულ ტიტულს დაეუფლა.
მახარაძეს რეპორტაჟები 40 წლის მანძილზე ქართულ და რუსულ, რადიოსა თუ ტელევიზიაში მიყავდა.
მას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა.