„დიდი შეცდომა დაუშვა, როცა დამემუქრა“ - ლიანა ჯოჯუას მეტოქე ემუქრება
Aa
Aa

„დიდი შეცდომა დაუშვა, როცა დამემუქრა“ - ლიანა ჯოჯუას მეტოქე ემუქრება

ლიანა ჯოჯუა UFC 254-ის ფარგლებში მირანდა მავერიკს დაუპირისპირდება. დღეს, აწონვის ცერემონია გაიმართა და შემდეგ მებრძოლები ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ, რომლის დროსაც ქართველი მეტოქეს დაემუქრა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჯოჯუამ მოწინააღმდეგეს ასე მიმართა: „მე შენ მოგკლავ“. შემდეგ კი მავერიკს ხელი გაუწოდა, მაგრამ მირანდამ იგი უპასუხოდ დატოვა. მოგვიანებით, ჯოჯუამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ვიდეო დაურთო და განაცხადა: „ერთმანეთის პირისპირ. ყველაზე რთული წონის კლება დასრულდა და მხოლოდ ოქტაგონზე გასვლა და ჩხუბი დარჩა“.

ჯოჯუას მსგავსად, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი მავერიკმაც გამოაქვეყნა და განაცხადა: „ერთმანეთის პირისპირ დადგომის ცერემონია დასრულდა და 126 გირვანქას ვიწონი. მოწინააღმდეგემ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ეს ფრაზა - „მე შენ მოგკლავ“ მითხრა, თანაც ისე, თითქოს ფილმ როკის რიმეიქი ყოფილიყო.

გგონია, რომ ისინი ჭკუას ისწავლიან, არ დამემუქრონ... ჩემი მეტოქეებისთვის, რომლებიც ამას აკეთებენ, კარგად არასდროს არაფერი სრულდება... მუქარის შემდეგ კი გამბედაობა ეყო და ჩემთვის ხელის ჩამორთმევა სცადა. ფუფ, ეს არასდროს მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ მავერიკი UFC-ში სადებიუტო ბრძოლას ატარებს და მის ანგარიშზე 7 მოგება და 2 მარცხია. ჯოჯუას კი 11-დან 8 ბრძოლა აქვს მოგებული. მათი დაპირისპირება ხვალ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები