Aa Aa
23 ოქტომბერი 2020  |  11:17

3X3 კალათბურთი - 18 წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული ცნობილია

ლისის ტბაზე დაწყებულმა 3×3 საკალათბურთო ფესტივალმა Tbilisi Fall 2020 ოლიმპიურ სასახლეში ჩამოინაცვლა. აღნიშნულმა დარბაზმა 18-წლამდელთა შეჯიბრებას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა 14-მა გუნდმა მიიღო. 

გუნდები პირველ ეტაპზე ჯგუფებში განაწილდნენ, საუკეთესოებმა კი გამარჯვებულის გამოსავლენად ბრძოლა პლეი ოფიდან განაგრძეს. ფინალურ მატჩში ერთმანეთს Dream Team  და “შავი ჟიგულები” დაუპირისპირდნენ. გამარჯვება Dream Team-ს დარჩა, რომელიც მიმდინარე სეზონის პირველი ასაკობრივი ტურნირის ჩემპიონი გახდა. 

გამარჯვებულები თასითა და 500-ლარიანი ვაუჩერით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. მეორეადგილოსან კალათბურთელებს კი 300 ლარი ერგოთ.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში