Aa Aa
22 ოქტომბერი 2020  |  16:15

ერთი დღე მატჩამდე - ბორჯღალოსნები "მარიფილდზე" შოტლანდიას დაუპირისპირდებიან

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების ტესტ-მატჩამდე ერთი დღე რჩება. ბორჯღალოსნები საფრანგეთიდან ედინბურგში გუშინ ჩავიდნენ, დღეს კაპიტნის ვარჯიში აქვთ, ხვალ, 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე კი, „მარიფილდზე“ თამაში იწყება.

შოტლანდიასთან გასამართი მატჩისა და „შემოდგომის ერთა თასის“ მოლოდინებზე ისაუბრა შეტევის ირლანდიელმა მწვრთნელმა ნილ დოკმა, რომელიც გუნდს გასულ კვირაში, ფრანგულ შეკრებაზე შეუერთდა:

მანდელიუში ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. ერთად უკვე 6 თვეა არ გვითამაშია და მნიშვნელოვანია, კარგად შევასრულოთ მარტივი დავალებები და ვიყოთ ცივსისხლიანები. გველის დაძაბული, საერთაშორისო მატჩები, განსაკუთრებით შოტლანდიასთან, რომელიც ცდილობს ხელდახელ, მაღალ ტემპში ითამაშოს და კარგად იყენებს ფეხს. კონცენტრირებული ვართ საკუთარ თამაშზე და ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები, რაზეც შეკრების განმავლობაში ვიმუშავეთ. ვიმედოვნებთ, რომ შოტლანდია მთელი მატჩის განმავლობაში წნეხის ქვეშ გვეყოლება. ეს თამაში დაგვეხმარება შეთამაშებაში და სისტემებში მცირე ცვლილებების ათვისებაში. მნიშვნელოვანია, რომ თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესება გვქონდეს“. 

ბორჯღალოსანთა ფიზ.მომზადების მწვრთნელი ირაკლი ჭყონია იმედოვნებს, რომ მიუხედავად ხანგრძლივი პაუზისა, გუნდი ხარისხიან რაგბს ითამაშებს:

როგორც მორაგბეებმა, ასევე შტაბმა, ბევრი ვიშრომეთ ამ თამაშისა და შემოდგომის ერთა თასისთვის მოსამზადებლად ვიმედოვნებთ, რომ ხარისხიან რაგბს ვაჩვენებთ. უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში პირველად ვთამაშობთ, რაც პრობლემაა, თუმცა ვცდილობთ პოზიტიურები ვიყოთ“.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში