ინტერის მე-7 ინფიცირებული - ჰაკიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
Aa
Aa

ინტერის მე-7 ინფიცირებული - ჰაკიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

მილანის "ინტერში" კატასტროფული სიტუაციაა. კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი გვამცნობს, რომ აქრაფ ჰაკიმის კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა და ის კლუბის რიგით მეშვიდე ინფიცირებული ფეხბურთელია.

ახალგაზრდა მცველს  ტესტი დღეს ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ჩაუტარდა და ახლა ის იზოლაციაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამის მკურნალობას გადის. "ნერაძურის" შემადგენლობაში კორონავირუსი აქამდე ეშლი იანგს, რაჯა ნაინგოლანს, ალესანდრო ბასტონის, რობერტო გალიარდინის, მილან შკრინიარს და იონუც რადუს დაუფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ინტერი" "გლადბახს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები