ღირსეული ჟესტი - კლეი ტომპსონმა მომაკვდავ ქალბატონს ოცნება აუსრულა
Aa
Aa

ღირსეული ჟესტი - კლეი ტომპსონმა მომაკვდავ ქალბატონს ოცნება აუსრულა

„გოლდენ სტეიტის“ სუპერვარსკვლავმა, კლეი ტომპსონმა თავის ერთ-ერთ ქომაგს, დებორა რაითს ოცნება აუსრულა. ეს უკანასკნელი „უორიორსისა“ და პირადად კლეის უდიდესი გულშემატკივარია. რაითს ცოტა ხნის წინ, მკერდის სიმსივნე დაუდგინდა და ექიმებმა 2-დან 6 კვირის სიცოცხლე მისცეს...

დებორას სიკვდილამდე ერთი სურვილი ჰქონდა და უნდოდა თავის კუმირთან ესაუბრა. ასაკოვანი ქალბატონის მეუღლემ, რენდელ რაითმა დასახმარებლად ერთ-ერთ ჟურნალისტს, ფრენკ სომერვილს მიმართა და მას შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა კლეის დებორასთვის Facetime-ით ან Zoom-ით დაერეკა.

სომერვილმა მიღებული წერილი სთორის სახით გამოაქვეყნა და იმედი ჰქონდა, რომ დებორას ამბავი ტომპსონის ყურამდე მივიდოდა. ეს ასეც მოხდა! კლეიმ სთორი ნახა და რამდენიმე საათის წინ, ფრენკმა რენდელ რაითისგან კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო...

„მოგესალმებით, ბატონო სომერვილ. დღეს დილით კლეის ვესაუბრეთ და ვიდეოზარმა დაახლოებით 25 წუთს გასტანა. ტომპსონი კეთილი და სათნო ადამიანია. მან ჩემს მეუღლეს თავისი ძაღლი, როკოც გააცნო“, - დაწერა რენდელმა...

Deborah Wright, who has cancer, loves Klay Thompson and the Golden State Warriors. The only thing she asked for was to...

Posted by ESPN on Tuesday, October 20, 2020

მან ჟურნალისტს ფოტოებიც გაუგზავნა, რომლებზეც მისი მეუღლისა და კლეის საუბარია ასახული. სომერვილმა ტომპსონის ღირსეული ჟესტი სოციალურ ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა და „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელის ქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები