Aa Aa
21 ოქტომბერი 2020  |  00:50

გეიჯი: „ხაბიბი უნდა გავთიშო, მოგებას მხოლოდ ასე შევძლებ"

UFC-ის მებრძოლმა, ჯასტინ გეიჯიმ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გასამართი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ამერიკელმა ინტერვიუ ESPN-ს მისცა და განაცხადა, რომ „არწივის“ დასამარცხებლად უკან არაფერზე დაიხევს.

„ვფიქრობ გამოცდილება, რომელიც ჭიდაობაში მაქვს, ძალიან დამეხმარება. ჭიდაობა გიყალიბებს დამოკიდებულებას, რომ არასდროს დანებდე. თუ ხაბიბი ოქტაგონზე თავისას გაიტანს, წინ ჯოჯოხეთი მელოდება და შესაძლოა, მეც ისეთი გამომეტყველება მქონდეს, როგორიც ედსონ ბარბოსას ჰქონდა. თავდაუზოგავად ვშრომობ, რომ ეს თავიდან ავირიდო და სიმართლე გითხრათ, მთელი ცხოვრებაა ამაზე ვმუშაობ. ხაბიბს არასდროს უჩხუბია იმ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებიც მთელი ცხოვრებაა ჭიდაობენ.

ნურმაგომედოვი ფიქრობს, რომ იდეალური და დაუმარცხებელია და ეს ამ სპორტში ძალიან დიდი შეცდომაა. დარწმუნებული ვარ, ბრძოლის მიმდინარეობისას არცერთი ჩვენგანი დანებდება და ერთადერთი გზა, რომლითაც გამარჯვების მოპოვებას შევძლებ, ხაბიბის დაძინება იქნება. ჩვენ ამ შანსისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ვმუშაობდით და არ დავნებდებით, ამიტომ მოგებას მხოლოდ მისი გათიშვით შევძლებ“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბისა და გეიჯის ჯახი UFC 254-ის ეგიდითაა ჩანიშნული. ეს ღონისძიება 24  ოქტომბერს, აბუ-დაბიში მდებარე მებრძოლთა კუნძულზე გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში