ჩელსიმ პრემიერ ლიგის 25-კაციან განაცხადში პეტრ ჩეხი შეიყვანა
Aa
Aa

ჩელსიმ პრემიერ ლიგის 25-კაციან განაცხადში პეტრ ჩეხი შეიყვანა

ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონისთვის 25-კაციანი განაცხადი დაასახელა და მასში კლუბის ტექნიკური მრჩეველი და ყოფილი გოლკიპერი, პეტრ ჩეხი შეიყვანა. ლეგენდარული ჩეხის გარდა, განაცხადში მეკარის პოზიციაზე კეპა არისაბალაგა, ედუარ მენდი და ვილი კაბალიერო მოხვდნენ.

„არისტოკრატებმა“ მიღებული გადაწყვეტილება ოფიციალურ განცხადებაში ახსნეს და აღნიშნეს:„პეტრ ჩეხი განაცხადში მოხვდა, როგორც მეკარე, რომელსაც ჩელსი საგანგებო მდგომარეობისას გამოიყენებს. ეს ნაბიჯი Covid-19-ის კრიზისის გამო შექმნილი უპრეცედენტო ვითარებიდან გამომდინარე გადავდგით. ჩეხი კონტრაქტის არმქონე ფეხბურთელი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ჩეხი „სტემფორდ ბრიჯზე“ 2004-დან 2015 წლამდე ასპარეზობდა და „ლურჯების“ მაისურით 300-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. მან „არისტოკრატებთან“ ერთად 13 ტიტული მოიგო და „ჩელსიდან" „არსენალს“ მიაშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები